ახალი ამბები

სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების განცხადება

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში პერიოდულად მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღრმა ტკივილია მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების, დაღუპული და დაზარალებული ადამიანების, დევნილად ქცეული ოჯახების ტრაგედიის ცქერა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კავკასიის სახელმწიფოების განვითარება დიდწილად სისხლისმღვრელი კონფლიქტების გამო ფერხდება. ისტორია გვიჩვენებს, რომ მარტივია კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ საუბედუროდ, ურთულესია გამოვლინდეს ნება მათი მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ბოლო 30 წელია კავკასიაში წარმოებულმა ომებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლო საქართველოა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდობა, შემწყნარებლობა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, და იგივე მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ვისთვისაც ძვირფასია ჩვენ ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.

თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეუწყოს ხელი ეთნოსებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის შემოტანასა და გაღრმავებას.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სათემო და რელიგიურ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან ჩვენ ქვეყანაში და რეგიონში ტოლერანტული გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

ჩვენთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. კონფლიქტის მხარეებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონონ საომარი მოქმედებების შეჩერებისა და მშვიდობის მყარი გარანტიების შესაქმნელად.

განცხადებას ხელს აწერენ:

სახალხო დაცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები

  • ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • ეზიდთა სასულიერო საბჭო
  • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  • ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  • ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  • ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“
  • წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ხსნის არმია
  • მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  • სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  • მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
  • საქართველოს ებრაელთა კავშირი
  • საქართველოს აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები

  • ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი
  • მარი მიქოიანი - „GENERATION I“
  • ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირი
  • ვან ბაიბურთი - გაზეთი „ვრასტან“
  • ხალადინ ელჩუევი - გაზეთი „გურჯისტან“
  • სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკ“
  • ლეილა სულეიმანოვა - აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
  • ეკატერინე ბიტკაში - „ნინევია“
  • რიმა გარიბიანი - „ღია საზღვრები“
  • გარი აუგსტი - საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი“
  • გაროლდ შმალცელი - საქართველოს ჩეხთა სათვისტომო „ზლატა პრაგა“
  • ლილი საფაროვა - ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
  • ალი ალიევი - ავართა კავშირი „ავანი“
  • ნონა ხანგოშვილი - სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“
  • ალექსეი ბახოლდინი - ბელორუსთა საერთაშორისო კავშირი „სიაბრი“
  • ზარიხა ხანგოშვილი - პანკისელი ახალგაზრდა ქისტ ქალთა გაერთიანება „მარშუო“
  • ევგენია კოტანიდი - საქართველოს ბერძენთა ფედერაცია
  • ფარხად მუსაევი - საქართველოს აზერბაიჯანელების კავშირი რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის
  • ნაირა ბეპიევი - საერთაშორისო საზოგადოება „კავკასიური მოზაიკა“
  • ბორის სინიუკი - საქართველოს უკრაინელთა სათვისტომო „დნეპრი“
  • მიხეილ ბორისი - საქართველოს უკრაინელთა ასოციაცია
  • რეგინა იაკობიძე - საქართველოს ლატვიელთა სათვისტომო „ავე-სოლ“
  • გენრიხ მურადიანი - საქართველოს სომეხთა კავშირი
  • მიხეილ ავაქიანი - ასოციაცია „შენ“
  • მარინე სოლომონიშვილი - ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდი „ლეა“
  • მარია ფილინა - კავშირი „პოლონია“
  • მარგალიტა ხიდირბეგიშვილი - ინტერნაციონალური საქართველო მშვიდობისთვის და გარემოს დაცვისთვის
  • ალი მამედოვი - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი ქვემო ქართლი
  • გიორგი ტუმასიანი - მშვიდობის ფონდი
  • მიხეილ აიდინოვი - რუსულენოვან ჟურნალისტთა კავშირი
  • საბინა ტალიბოვა - კავშირი „მტრედი“
  • ვენერა მარტყოფლიშვილი - კახეთის ბოშათა კავშირი „რომა“
  • ბექა ნეშუმაშვილი - „უდი“
  • დავიდ ადამოვი - საქართველოს ასურელთა ეროვნული კონგრესი
  • ალექსანდრე ბეჟენცევი - საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდობის ასოციაცია
  • ალა ბეჟენცევა - საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია „იაროსლავნა“
  • რაინა ახალკაციშვილი/ბელევა - საქართველოს ბულგარელთა სათვისტომო
  • ეთერ თოფჩიაშვილი/გიგინეიშვილი - პროექტი „კეშერ“
  • არნოლდ სტეფანიანი - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“
  • აგიტ მირზოევი - ჩართულობის და განვითარების ცენტრი
  • ზაურ გუმაშვილი - პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირი
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)