ახალი ამბები

სახალხო დამცველის ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

2018 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის წევრებს შეხვდა. დელეგაცია საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით იმყოფება.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს მრჩეველთა კომიტეტის წევრებს ეროვნულ უმცირესობათა მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატი და როლი გააცნო, ისაუბრა ინტეგრაციისა და განათლების საკითხებზე. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ეროვნული უმცირესობათა თვალსაზრისით ანტიდისკრიმინაციული კანონის მუშაობითა და პრაქტიკით.

ევროპის საბჭოს დელეგაცია ასევე შეხვდა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს და ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)