ახალი ამბები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

2024 წლის 13 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის წარმომადგენლები გვანცა დავითაშვილი და ანა ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ანა ჩუბინიძემ მოსწავლეებს სახალხო დამცველის აპარატის შექმნის ისტორია გააცნო, ის გამოწვევები რაც სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფორმირებას უკავშირდებოდა ათეული წლების მანძილზე. გვანცა დავითაშვილმა სახალხო დამცველის მანდატზე ისაუბრა და მოსწავლეებს სახალხო დამცველის პრაქტიკა გაუზიარა ადამიანის უფლებათა განათლების მიმართულებით.

შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია „ელსას“ ორგანიზებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, რომელსაც თბილისის სხვადასხვა სკოლიდან 60 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)