ახალი ამბები

სახალხო დამცველი ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

2023 წლის 11-14 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მართავს შეხვედრებს ვაშინგტონში.

შეხვედრები გაიმართება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს (DRL) ხელმძღვანელ პირებთან, ასევე ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და იუსტიციის დეპარტამენტში სამოქალაქო უფლებების სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან.

თეთრ სახლში დაგეგმილია შეხვედრა ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დირექტორთან.

სახალხო დამცველი შეხვდება დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს; საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ორგანიზაცია Freedom House-ის ევრაზიის რეგიონული მიმართულების დირექტორებს და სხვა წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელთან.

ვიზიტის დასასრულს ლევან იოსელიანი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსშეხვდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)