ახალი ამბები

სახალხო დამცველი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს და პროგრამის კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიგრანტთა უფლებებზე, მათ შორის, მათი ინტეგრაციის, დასაქმებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან. შეხვედრაზე განიხილეს ასევე, თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესაძლებლობები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)