ახალი ამბები

სახალხო დამცველი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელას მაცხოვრებელ მუსლიმებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2023 წლის 25 აგვისტოს ლევან იოსელიანი ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭელაში მცხოვრები მუსლიმებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებული მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობებისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭების, მათი რეგისტრაციისა და რესტავრაციის საკითხებზე. აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთში ჯამში 100 მეჩეთი დგას.

ისაუბრეს ასევე, რელიგიური კონფესიების ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსების, დღესასწაულების აღნიშვნისა და ახალგაზრდა თაობის წინაშე მდგარი ხარისხიანი განათლების მიღების გამოწვევებზე.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, საუკუნეობრივი ტოლერანტული გამოცდილებითა და წარსულით. ამასთან, აღნიშნა რომ მისი აპარატის ერთ-ერთ პრიორიტეტს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მუშაობა წარმოადგენს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)