ახალი ამბები

სახალხო დამცველი აჭარაში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

2023 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავარ განსახილველ თემებს მართლმსაჯულების სისტემა, გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა მიმართ ძალადობა, შრომასთან და საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.

ლევან იოსელიანმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარების პროცესში აუცილებელია უფლებადამცველთა კოორდინირებული მუშობა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)