ახალი ამბები

ქრისტე აღსდგა!

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და იმ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც მაცხოვრის აღდგომას 8 აპრილს ზეიმობენ, ულოცავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და იმედს, რწმენას, სიყვარულსა და ულევ სიხარულს უსურვებს.

მშვიდობის, სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახებისათვის ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, რომელიც საყოველთაო განახლების, სიცოცხლის გამარჯვების და დიდი სიხარულის მომნიჭებელია ყველა ქრისტიანისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)