პოლიტიკის კვლევის დოკუმენტი: COVID-19-ის გავლენა ქალებზე
ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული (COVID-19) პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე.
პანდემია აძლიერებს და აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. ეს უთანასწორობები, თავის მხრივ განსაზღვრავენ, თუ ვინ ან რამდენად დაზარალდება, და როგორი იქნება ზიანის აღმოფხვრისაკენ მიმართული ძალისხმევა. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მისმა სოციალურმა და ეკონომიკურმა გავლენებმა შექმნეს უპრეცედენტო გლობალური კრიზისი, რაც მოითხოვს შესაბამის რეაგირებას, მისი სირთულიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც განიხილავს პანდემიის გავლენას ეკონომიკის, ჯანმრთელობის, აუნაზღაურებელი შრომის, გენდერული ძალადობისა და ჰუმანიტარული მისიების თვალსაზრისით.
საქართველოს სახალხო დამცველმა, პანდემიის პირობებში გენდერული საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით თარგმნა.