ახალი ამბები

ონლაინ შეხვედრა ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების გზებზე იმსჯელეს; შესაძლო რისკები და თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. მონიტორინგი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ კენჭისყრის დღეს ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენას, ისე წინასაარჩევნო გარემოს დაკვირვებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)