ახალი ამბები

ელექტრონული კურსი სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის

სახალხო დამცველის აპარატმა განაახლა ელექტრონული კურსი „სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის“. კურსი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება საჯარო სივრცეში და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე.

  • კურსი შედგება 4 მოდულისგან
  • მოდულების გავლა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
  • კურსი გთავაზობთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო და ფოტო მასალას
  • კურსი არის უფასო და მისი გავლა შეუძლია ყველას
  • კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ონლაინ სერტიფიკატს

ელექტრონული კურსი მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით.

კურსი შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებ გვერდზე www.ombudsman.geგანყოფილებაში http://sexualharassment.ombudsman.ge/ka/login

გისურვებთ წარმატებებს!

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება