ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება - სპეციალური აქცენტით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე

წინამდებარე კვლევაში განხილულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკა, სპეციფიკური აქცენტით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. კვლევის ფარგლებში მოხდა რეგიონებში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობისა და ქალების საჭიროებები შესწავლა. ასევე, გამოვლინდა ადგილობრივ დონეზე არსებული მიღწევები და გამოწვევები. ამავე კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული პოლიტიკის გასაძლიერებლად, მათი მიზნობრიობის გასაუმჯობესებლად და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისკენ მიმართული არაერთი აქტივობის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ქვეყნის გენდერულ პოლიტიკაში რეგიონების განსხვავებული საჭიროებების ასახვა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სისტემატიზებული და საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმების და პროგრამების შემუშავება. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში ნაკლებად პრიორიტეტულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება.

კვლევა განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“ მხარდაჭერის ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება