ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შეხვედრებზე საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა განიხილეს

2018 წლის 22-27 აპრილს, უკრაინის დედაქალაქ კიევში საქართველოსსახალხო დამცველის აპარატის მთავარმა მრჩეველმა დევნილთა უფლებების საკითხებშიმერი კოჭლამაზაშვილმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარმა მრჩეველმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სხვადასხვა წარმომადგენლებს დევნილთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცვლის აპარატის საქმიანობა გააცნო; ხაზი გაუსვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმოდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ინსტიტუტი დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით და მისი საქმიანობა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მანდატის დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით გაძლიერების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში აისახა.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე შეხვედრები გამართა უკრაინის უმაღლესი რადას და ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენლებთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოცდილება გაუზიარა ამ მიმართულებით.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის, უკრაინის იუსტიციისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები.

22.04.18-27.04.18
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)