ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება 9 აპრილთან დაკავშირებით

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებამ თავისუფლების მოყვარე 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეეწირნენ. მაგრამ, მათ მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია. იმ დღეს საერთო ტკივილმა გააერთიანა ქვეყანა და უკვე 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ, 26 მაისს კი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული მთელი ერი, საქართველოს ყველა მოქალაქე ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ, რომ სისხლითა და ტკივილით, პატარა გოგო-ბიჭების თავგანწირვით მოპოვებული თავისუფლება შევინარჩუნოთ.

მადლობა მათ ჩვენი თავისუფლებისათვის

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)