აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო

სამმართველოს უფროსი

სამმართველო საქმიანობის ფარგლებში ფარავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და აერთიანებს აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებულ 4 რეგიონულ ოფისს:

  • კახეთის ოფისი;
  • ქვემო ქართლის ოფისი;
  • შიდა ქართლის ოფისი;
  • სამცხე-ჯავახეთის ოფისი.

სამმართველოს მიზანი:

  • ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტების პროაქტიული გამოვლენის ხელშეწყობა;
  • ინდივიდუალური და სისტემური უფლებადარღვევების ფაქტების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება;
  • სისტემური უფლებადარღვევების და პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირება;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა;
  • საჭიროებისას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში არსებული პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სხვა ტიპის დაწესებულებებში ვიზიტები;
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებში შემოსული კორესპონდენციის, განცხადების/საჩივრის და საქმესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში;
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისში დაინტერესებული პირების მიღება, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)