სიახლეები

შეხვედრა შვედეთის სამეფოს ელჩთან

2024 წლის 27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ანა ლიბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო; მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებთა მძიმე და სახიფათო პირობები და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელშიც შვედეთის სამეფო აქტიურად არის ჩართული.

ისაუბრეს ასევე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებში აპარატის როლზე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)