სიახლეები

შეხვედრა ნორვეგიის სამეფოს ელჩთან

2024 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო. მიმოიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა და სახალხო დამცველის მუშაობის სპეციფიკა; ისაუბრეს ასევე, ნორვეგიის სამეფოს დიდ გამოცდილებაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)