სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საზღვრის მართვის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ

2023 წლის 12 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საზღვრის მართვის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

მოწვეულმა ექსპერტმა რომულუს ნიკოლაე უნგურეანუმ სახალხო დამცველს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა წარუდგინა სახმელეთო საზღვრის მართვისა და ამ სფეროში სასაზღვრო ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომლობის შესახებ.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც ბელგიური საკონსულტაციო ჯგუფი „ბიზნესი და სტრატეგია ევროპაში“ (B&S Europe) ახორციელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)