ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო

ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის ნოემბერში დაარსდა. საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით. საბჭო კონვენციის დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველს წარუდგენს მოსაზრებებს შემდეგ საკითხებზე:

  • ბავშვის უფლებათა მონიტორინგის სტრატეგია და პრიორიტეტები;
  • განსახორციელებელი აქტივობების გეგმა;
  • სამუშაო მეთოდოლოგია;
  • თემატური კვლევები;
  • მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება;
  • კონვენციის დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგისათვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან ბავშვთა უფლებებზე მომუშავე პროფესიონალები და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს მოწვეული წევრები ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები არიან.

საკონსულტაციო საბჭოს დებულება

საკონსულტაციო საბჭოს წევრები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)