სიახლეები

შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 27 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ა(ა)იპ „მომავალი იწყება დღეს“ წარმომადგენელი მარინა მამულია გასვლით ვიზიტზე იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრა გაიმართა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.

აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე, ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების საქმიანობის მნიშვნელობაზე, ბიუჯეტირების პროცესში მათი ჩართულობის საჭიროებაზე. ყურადღება გამახვილდა მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის უსინათლო პირების პრობლემებზე.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები განხილულ თემებზე; ასევე ისაუბრეს შშმ პირთა დასაქმების უფლების რეალიზებაზე, სოციალური დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება