ბიულეტენი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის N1 ბიულეტენი

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა პირველი კვარტალური, საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა. აღნიშნული ბიულეტენის გამოცემა მიზნად ისახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული საქმიანობის, დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის, წამების პრევენციის სფეროში საერთაშორისო სიახლეებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ბიულეტენის პირველ (გაზაფხულის) გამოცემაში მკითხველს შეუძლია გაეცნოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატს; შეიტყოს მთავარ მოვლენის შესახებ; მიიღოს ინფორმაცია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის ადგილებში განხორციელებული ვიზიტების თაობაზე; თვალი ადევნოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებულ ძირითად, მნიშვნელოვან აქტივობებს. ბიულეტენში მოცემულია სპეციალური რუბრიკა, სადაც მიმოხილულია სასჯელაღსრულების კონკრეტული დაწესებულების ისტორია მისი შექმნის დღიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ ბიულეტენი შეიცავს სახალხო დამცველის მიერ, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების განხილვისა და შესრულების ანალიზს. ამასთან, ბიულეტენში მკითხველს შეუძლია იხილოს საკანონმდებლო მიმოხილვა საერთაშორისო სტანდატრების ჭრილში და გაეცნოს ექსპერტის მოსაზრებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება