სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2017 წლის 2 ოქტომბერს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს მეცხრე სხდომა გაიმართა. სხდომაზე პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

შეხვედრაზე ფსიქიატრიულ და პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები განიხილეს. ასევე, წარმოადგინეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა რეკომენდაციის შესრულების კონტროლის პროცედურის გადახედვა და გაუმჯობესება, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით სამუშაო მეთოდოლოგიის გადასინჯვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ისაუბრეს საკონსულტაციო საბჭოს კონტრიბუციის გაზრდის, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ადვოკატირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2.10.17
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება