სიახლეები

გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის რეკომენდაციები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით

2020 წლის 25 მარტს, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტმა საგანგებო რეჟიმში დაამტკიცა დოკუმენტი, სადაც თავმოყრილია რეკომენდაციები გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის მონაწილე სახელმწიფოებისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმების მიერ თავისუფლება აღკვეთილ და სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირთა არასათანადო მოპყრობისაგან დასაცავად.

დოკუმენტში მიმოხილულია საყურადღებო საკითხები როგორც თავისუფლების აღკვეთის ტრადიციულ ადგილებთან მიმართებით, ასევე ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ კარანტინის ოფიციალურ სივრცეებთან დაკავშირებით.

„დაკავებულთა და დაკავების ადგილების თანამშრომელთა წინაშე არსებული რისკების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები უნდა ასახავდეს წინამდებარე რეკომენდაციებში წარმოდგენილ მიდგომებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გატარებული ზომებისა და მათი მიზეზების შესახებ არსებობდეს გამჭვირვალე კომუნიკაცია თავისუფლებააღკვეთილ პირებს, მათ ოჯახებსა და მედიას შორის.

გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტი ასევე განმარტავს, რომ პრევენციის ეროვნულმა მექანიზმებმა კორონავირუსის პანდემიის დროსაც უნდა განაგრძონ მანდატის შესრულება ვიზიტების განხორციელების მიმართულებით, თუმცა ვიზიტების დროს უნდა მოხდეს იმ ლეგიტიმური შეზღუდვების გათვალისწინება, რომლებიც ამჟამად დაწესებულია სოციალურ კონტაქტზე. მათი შეფასებით, დაუშვებელია პრევენციის ეროვნული მექანიზმების წვდომის სრული შეზღუდვა დაკავების ოფიციალურ ადგილებზე, მათ შორის საკარანტინო სივრცეებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება