სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალურ საწარმო „ბაბალეს“ ესტუმრა

2018 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად სოციალურ საწარმო „ბაბალეს“ ესტუმრა და ბავშვებთან ერთად თიხის ჭურჭელი მოხატა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმო შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების პროფესიული ინკლუზიური განათლების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს ახორციელებს.

„ბაბალეს“ პროგრამებში მონაწილე ბავშვების მშობლებმა სახალხო დამცველს ინფორმაცია მიაწოდეს საწარმოს საქმიანობასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების განხორციელების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ინკლუზიური განათლების სფეროს ხარვეზებზე, დასაქმების, მისაწვდომობის პრობლემებზე.

სახალხო დამცველმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მსგავსი ინიციატივების და პროგრამების განხორციელება, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან, რაც შესაძლებელს გახდიდა მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობასა და ფინანსურ თუ სხვა ტიპის დამოუკიდებლობის მიღწევას.

1.06.18



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება