სიახლეები

ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავი

2014 წლის 20 ნოემბერს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავის აღსანიშნავად, სახალხო დამცველის ორგანიზებით თბილისის მე-60 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 100 ძირი ნერგი დაირგა.

გამწვანების აქციაში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრები და თბილისის ევროპული სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები დღეს მთელს მსოფლიოში იმართება.

იხილეთ ღონისძიების ფოტოჩანაწერი

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)