ელექტრონულ კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ
სახალხო დამცველის აპარატი გთავაზობთ ელექტრონულ კურსს გენდერული თანასწორობის შესახებ! კურსი მიზნად ისახავს აამაღლოს ცნობიერება გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე.
- კურსი შედგება 3 მოდულისგან;
- მოდულების გავლა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
- კურსი გთავაზობთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო და ფოტო მასალას;
- კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ონლაინ სერტიფიკატს!
ელექტრონული კურსი მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით.
კურსი შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებ გვერდზე www.ombudsman.ge
განყოფილებაში http://genderequality.ombudsman.ge/ka/login
გისურვებთ წარმატებებს!