საბჭო წარმოადგენს პრევენციის ეროვნული მექანიზმთან არსებულ სათათბირო ორგანოს.
საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, პრევენციის ეროვნულ მექანიზმს საკონსულტაციო საბჭო ეყოლება.
საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანია წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა. საბჭოს წევრები სახალხო დამცველს წარუდგენენ საკუთარ მოსაზრებებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განსახორციელებელი აქტივობების გეგმის, სამუშაო მეთოდოლოგიის, თემატური კვლევების, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების პროფესიული სწავლების და პრევენციის ეროვნული მექანიზმის სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესახებ, ასევე მექანიზმის საქმიანობისათვის მნიშვნელოვან ნებისმიერ სხვა საკითხებზე. საბჭოს მოწვეული წევრები ხელს შეუწყობენ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს აკადემიურ წრეებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებაში. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საკონსულტაციო საბჭო სხვადასხვა ქვეყნებში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პრევენციის ეროვნული მექანიზმის უფრო ეფექტიან საქმიანობას.