რა არის მე ომბუდსმენი

„მე ომბუდსმენი“ არის სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13-18 წლის მოსწავლეებისთვის.

ომბუდსმენი (ინგ. Ombudsman) არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ.: საქართველო, ესპანეთი და სხვა) ომბუდსმენს უწოდებენ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. სიტყვა „ომბუდსმენი“ ძველი ნორვეგიული ტერმინია და მომდინარეობს სიტყვისგან „umbuðsmann“ რაც „წარმომადგენელს“ ნიშნავს.

მეომბუდსმენი2017კონკურსისწესები

ყურადღება!
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ „მე - ომბუდსმენის“ გასული წლების ფინალისტები. შესაბამისად, ის გუნდი, რომელშიც ერთი მოსწავლე მაინც გასული წლების ფინალისტია, კონკურსიდან დისკვალიფიცირებული იქნება.

რა ენაზე ჩატარდება კონკურსი?

კონკურსი ჩატარდება მხოლოდ ქართულ ენაზე

შეიძლება თუ არა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა შექმნან ერთი გუნდი?

დიახ, შეიძლება. თამაშის წესებით ეს არ არის აკრძალული

შეუძლიათ თუ არა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობა?

დიახ შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მითითებული ასაკის ფარგლებში ყველა მოსწავლეს, მთელი საქართველოდან.

როგორ დავრეგისტრირდე თამაშისთვის?

რეგისტრაციის პერიოდი დროში ემთხვევა პირველი რაუნდის დაწყებას. შესაბამისად, თამაშისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა პირველი რაუნდი დაიწყება. პირველი რაუნდის გახსნისთანავე, "მე ომბუდსმენის" მენიუში გამოჩნდება სპეციალური ღილაკი – "რეგისტრაცია" - რომლის საშუალებითაც გარკვეული ინფორმაციის შეტანის შემდეგ შეძლებთ დარეგისტრირებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)