ბიულეტინი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა - 2017 წლის აპრილი

საქართველოს სახალხო დამცველმა აპრილის თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ასახულია აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუციისა და გამოწვევები“, სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ვიზიტი; გაშუქებულია სტრასბურგში გამართული შეხვედრები ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გიდო რაიმონდისთან და სხვა მნიშვნელოვან პირებთან.

ბიულეტენში იხილავთ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების განხილვის შესახებ; გაეცნობით ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის ახალ სისტემას, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს, სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებული ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების შესწავლას გულისხმობს.

საინფორმაციო ბიულეტენში ასევე, იხილავთ სხვადასხვა უწყებებისადმი შემუშავებულ რეკომენდაციებს; საჯარო განცხადებებს, სადაც სახალხო დამცველი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარ პოზიციას გამოხატავს, ინფორმაციას სამოქალაქო განათლების მიზნით გამართულ სხვადასხვა სახის სემინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების შესახებ, სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა მომართვიანობის სტატისტიკას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)