სახალხო დამცველი შვეიცარიის ელჩს საქართველოში შეხვდა
2023 წლის 26 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. ასევე, ისაუბრეს ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მნიშვნელობაზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.