ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში N8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2015 წლის 24, 25 და 26 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის და შემდგომ პერიოდში, 2016 წლის პირველ რვა თვეში ჩატარებული. მონიტორინგის შედეგებს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად, დაწესებულების მონიტორინგში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობისა და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლები. ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტში მონაწილე წევრების ტექნიკური ანგარიშები. ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ანგარიში შეიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიკაცია. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.

N8 დაწესებულება პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაა, რომელიც განკუთვნილია 3672 პატიმრის განთავსებისთვის. 2015 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 2453 პატიმარი, მათ შორის 1472 მსჯავრდებული და 981 ბრალდებული. 2453 პატიმართაგან დაწესებულებაში იმყოფებოდა 17 არასრულწლოვანი. ვიზიტის დღეს დაწესებულების სამეურნეო სამსახურში ირიცხებოდა 117 პატიმარი.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება