ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში N5 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2016 წლის 26 -27 აპრილსა და 2017 წლის 26-31 იანვარს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტიტების ანგარიშს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად, 2016 წლის 26-27 აპრილს განხორციელებულ დაწესებულების მონიტორინგში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობისა და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლები.[1] ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტში მონაწილე წევრების ტექნიკური ანგარიშები. ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ანგარიში შეიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიკაცია. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.

ანგარიშის მომზადების პროცესში, პირველადი მიგნებების გადამოწმების მიზნით, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისაგან და მთავარი ექიმისაგან. N5 პენიტენციური დაწესებულება არის ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1349 ბრალდებული/მსჯავრდებული; 2016 წელს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საშუალო როდენობა შეადგენდა 266 პატიმარს.[2]

ანგარიშის მომზადებისას მონიტორინგის ჯგუფი დაეყრდნო როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, ასევე ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაეროს წესებით (ბანგკოკის წესები) დადგენილ სტანდარტებს.



[1]2016 წლის 26 -27 აპრილის ვიზიტში მონაწილე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები: ნიკა კვარაცხელია, დანიელ მგელიაშვილი, ხატია ხელაძე, მერი სამსონია, ლევან ბეგიაშვილი, ეკატერინე დარსანია, ზურაბ მახაშვილი, კახა ღვინიანიძე, ეკა ქობესაშვილი, შორენა ღუდუშაური. გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი: მერი მაღლაფერიძე. თანასწორობის დეპარტამენტი: მარიეტა ახვლედიანი; 2017 წლის 26-31 იანვრის ვიზიტში მონაწილე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები: დანიელ მგელიაშვილი, ლევან ბეგიაშვილი, ხატია ხელაძე, მერი სამსონია, ნინო დემეტრაშვილი, ირმა მანჯავიძე, ინდირა გვარმიანი, ლალი წულეისკირი, ოლღა კალინა, ნინო დემეტრაშვილი, ინდირა გვარმიანი.

[2]საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სტატისტიკის 2016 წლის ანგარიში, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.moc.gov.ge/ka/saqarthvelos-sasjelaghsrulebisa-da-probaciis-saministros-sistemis-statistikis-2016-tslis-angarishi [ბოლოს ნანახია: 10.02.2017].

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება