ვაკანსიები

სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება: სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაცია: სახალხო დამცველის აპარატი

კატეგორია: ადამიანის უფლებები

განცხადების ბოლო ვადა: 22.05.2019

თანამდებობრივი სარგო: 1700 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 12 თვე

ფუნქციები

- სტრატეგიული სამართალწარმოების გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან მუდმივი კომუნიკაცია და პერიოდული შეხვედრების გამართვა;

- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისა (როგორც სარჩელით, ისე სასამართლო მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით) და დასაშვებობის საფუძვლების განსაზღვრაში მონაწილეობა და მომზადებული დოკუმენტების პერიოდული გადახედვა (საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით);

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით კონსტიტუციის მე-60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

- ინდივიდუალური განცხადების/საჩივრების განხილვა, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას;

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სარჩელით ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე (დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით), კონსტიტუციის მე-60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სარჩელით საქართველოს კონსტიტუციის მე-60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ორგანოთა შორის კომპეტენციის თაობაზე და სახალხო დამცველის პოზიციის წარმოდგენა;

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სარჩელით საქართველოს კონსტიტუციის მე-60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით (დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით);

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე სასამართლო მეგობრის (amicus curiae) მოსაზრების წარდგენა იმ საქმეზე, რომელიც სახალხო დამცველის მიერ არის წარდგენილი (როგორც სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში, ისე ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე);

- საკონსტიტუციო სასამართლოში შუამდგომლობის ან სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის საბჭოს კონვენციის მე-16 ოქმის შესაბამისად საკონსულტაციო მოსაზრების წარდგენის აუცილებლობის დასაბუთებას;

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დასწრება და სახალხო დამცველის პოზიციის წარმოდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- საჭიროებისამებრ საერთო სასამართლოსთვის მიმართვა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, როდესაც საკითხი კონსტიტუციურ-სამართლებრივია და განსახილველი საკითხი სხვა თემატური დეპარტამენტის კომპეტენციას არ მიეკუთვნება;

- სახალხო დამცველის აპარატის სახელით მონაწილეობა იმ შეხვედრებში/განხილვებში, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხილვასთან;

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველწლიური სამართალწარმოების პრაქტიკის განზოგადების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამმართველოს უფროსთან შეთანხმებული პერიოდულობით;

- სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით კანონმდებლობის და კანონპროექტების ანალიზის და შესაბამისი წინადადებების პროექტების მომზადება;

- სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული ნორმატიული აქტის სანაცვლოდ მისაღები ნორმის (ე.წ. დამძლევი ნორმის) შემუშავების პროცესში ჩართულობა;

- ყოველთვიურად ანგარიშის მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ და დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა;

- სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, დადგენილი წესის შესაბამისად, ინფორმაციის გამოთხოვა;

- აპარატის ხელმძღვანელობის თანხმობით კომუნიკაციის დამყარება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

- სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდება სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

- კომპეტენციაში შემავალი სფეროს (როდესაც საკითხი შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საკითხს სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში) მიხედვით სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისი ნაწილების პროექტის მომზადება და ამ მიზნით თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკურ დეპარტამენტთან;

- საჭიროების შემთხვევაში, სამმართველოს სხვა თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება;

- საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა შიდა ორგანიზაციული ბრძანებებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება;

- პირადად მომზადებული შიდა დოკუმენტაციის ხელმოწერა;

- აპარატის ხელმძღვანელობისა და სამმართველოს უფროსის სხვადასხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;

- სხვა ფუნქციების შესრულება, რომელიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.

მოთხოვნები

მინიმალური განათლება: ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება: 2 წელი

პროფესია: იურიდიული ან საერთაშორისო სამართალი

საკონკურსო თემატიკა

– საქართველოს კონსტიტუცია;

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები;

– სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი;

– ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტი;

– წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

– საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;

– საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

– „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

– „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

– „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი“

– სისხლის სამართლის კოდექსი;

– სამოქალაქო კოდექსი;

– სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

– სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება:

Microsoft Office Word (ცოდნის დონე - კარგი)

Microsoft Office Excel (ცოდნის დონე - კარგი)

Microsoft Office PowerPoint (ცოდნის დონე - კარგი)

Microsoft Office Outlook (ცოდნის დონე - კარგი)

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150

საკონტაქტო ტელეფონები: 598845362

დამატებითი მოთხოვნები

კანდიდატს მოეთხოვება:

- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული ან/და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;

- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების ცოდნა;

- საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის ცოდნა;

- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ცოდნის დონე - B2);

- სამართლებრივი და აკადემიური წერა.

პიროვნული მახასიათებლები:

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;

- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- კომპლექსური აზროვნება;

- დროის ეფექტიანი მართვა;

- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

– შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

– შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

– სამოტივაციო წერილი;

- სასურველია, კანდიდატმა წარმოადგინოს ინფორმაცია ორი რეკომენდატორის ვინაობისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

წერითი დავალება შეფასდება ქულათა 5 ბალიანი სისტემით;

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წერითი დავალების შედეგად 5 ქულიდან მიიღებენ, სულ მცირე, 3 ქულას. ამასთან, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების დაჯამება არ ხდება.

მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა

წერითი დავალება

გასაუბრება

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება