ვაკანსიები

რეგიონული წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

პოზიციის დასახელება: რეგიონული წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

კონკურსის ტიპი: გამარტივებული კონკურსი

ორგანიზაცია: სახალხო დამცველის აპარატი

კატეგორია: ადამიანის უფლებები

განცხადების ბოლო ვადა: 22.05.2019

თანამდებობრივი სარგო: 1610 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: ახალქალაქი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

ფუნქციები

- სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გენდერული თანასწორობის კუთხით მდგომარეობის შესწავლა და ძირითადი ტენდენციების გამოკვეთა;

- სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ კონკრეტულ მწვავე საკითხებზე მუშაობა და გადაჭრის გზების მოძიება;

- ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით გამოვლენილი ტენდენციების ყოველთვიურ ანგარიშში ასახვა;

- ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სახალხო დამცველის მანდატში შემავალი სხვა საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;

- ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შედგენა და გენდერის დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაცია;

- საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების, გამოკითხვისა და დაზუსტების მიზნით შესაბამის უწყებებთან და პირებთან თანამშრომლობა.

- საქართველოს სახალხო დამცველის/საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის/გენდერის დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

მოთხოვნები

მინიმალური განათლება: ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება: 1 წელი

პროფესია: იურისტი

საკონკურსო თემატიკა

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;

- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონი;

- "გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია“

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება:

Microsoft Office Word (ცოდნის დონე - კარგი)

Microsoft Office Excel (ცოდნის დონე - კარგი)

Microsoft Office PowerPoint (ცოდნის დონე - კარგი)

Microsoft Office Outlook (ცოდნის დონე - კარგი)

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150

საკონტაქტო ტელეფონები: 598845362

დამატებითი მოთხოვნები

კანდიდატს მოეთხოვება:

- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;

- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ცოდნის დონე - B2).

პიროვნული მახასიათებლები:

- ანალიტიკური აზროვნება;

- გუნდური მუშაობა;

- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

- დროის ეფექტიანი მართვის უნარი

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

– შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამოტივაციო წერილი;

- ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო მონაცემი (სასურველია).

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის ვადა: 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (3 თვე).

გამარტივებული კონკურსი ცხადდება კანდიდატის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით, პროექტის -„გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (გრანტი N1431) ფარგლებში და შრომის ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული პროექტის ფინანსური სახსრებიდან;

შრომის ანაზღაურება შეადგენს 595 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დონორის მიერ თანხის ჩარიცხვის მომენტისათვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად. ამასთან, კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის ზემოაღნიშნული თანხა ლარში მიახლოებით შეადგენს 1610 ლარს (რაც, ასევე, მითითებულია წინამდებარე ვაკანსიის ,,მინიმალური თანამდებობრივი სარგოს" ველში).

წერითი დავალება შეფასდება ქულათა 5 ბალიანი სისტემით. გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წერითი დავალების შედეგად 5 ქულიდან მიიღებენ, სულ მცირე, 3 ქულას. ამასთან, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების დაჯამება არ ხდება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კანდიდატთა მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ.

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა

წერითი დავალება

გასაუბრება

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება