წინადადებები.

შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადება მთავარ პროკურორს

2016 წლის 8 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მსჯავრდებულ გ.ვ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით.

2016 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსპენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში, შეხვდნენ და ესაუბრნენ მსჯავრდებულ გ.ვ–ს.

მსჯავრდებულის განმარტებით, პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულების ხუთმა თანამშრომელმა, რომელთა ამოცნობა შეუძლია, 2016 წლის 3 და 5 თებერვალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დათვალიერების დროსმსჯავრდებულსსხეულზე აღენიშნება დაზიანებები ზურგის, წელის და მარცხენა მხარის მიდამოში. მსჯავრდებულს აქვს მარჯვენა ქვედა კიდურის პირველი თითის ზედაპირული დაზიანება და მისივე გადმოცემით, თავის არეში გრძნობს ძლიერ ტკივილს. ტრავმებისა და დაზიანებების აღრიცხვის ჟურნალში დაზიანების წარმომავლობაზე მითითებულია თვითდაზიანება, რასაც მსჯავრდებული არ ეთანხმება.

წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს და დაუშვებელია მისი შეზღუდვა ნებისმიერი მიზნით, ასევე, მისი გამართლება რომელიმე გარემოებითა თუ დანაშაულის სიმძიმის მოტივით. სახელმწიფო ვალდებულია გამოიძიოს მოცემული ფაქტი, როგორც ყველა მსგავსი შემთხვევა და გამოავლინოს დამნაშავე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება