სპეციალური ანგარიშები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანგარიში - 2012

წინამდებარე ანგარიში ასახავს 2012 წლის 12-29 ივნისს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეზიდენტულ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

მონიტორინგის პროცესში ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს ყველა ზემოაღნიშ ნული დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ დირექციას, სამედიცინო პერსონალს, დაწესებულებების ფსიქოლოგებს და სოციალურ მუშაკებს, ასევე კონფიდენციალურ ვითარებაში გაესაუბრნენ დაწესებულებების ბენეფიციარებს. მონიტორინგის პროცესში შემოწმდა დაწესებულებებში წარმოებული დოკუმენტაცია და ჟურნალები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება