სპეციალური ანგარიშები.

ქალთა და ბავშვთა უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში (2014-2016 წლების მიმოხილვა)

ანგარიში მიმოიხილავს ქალთა და ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2014-2016 წლებში. ამ რეგიონებში მცირეა იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ, არ ხდება მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი და კვლევა. სახალხო დამცველის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებში ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ რთულ და, ამასთან, დაფარულ პრობლემას წარმოადგენს. პრობლემურია აფხაზეთში 2016 წლის დასაწყისში აბორტის აკრძალვაც, რომელიც, სავარაუდოდ, თვითნებური აბორტების რიცხვის ზრდას გამოიწვევს, რაც სახიფათოა ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. კონფლიქტურ რეგიონებში ბავშვთა უფლებების დაცვა ძირითადად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედადაა დარჩენილი. ბავშვებისათვის ჯანდაცვის სერვისების კუთხით სერიოზული პრობლემებია გალის რაიონშიც, რომლის საავადმყოფოებშიც საერთოდ არ ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება. კვლევაში დეტალურად არის განხილული ბავშვების დოკუმენტაციის პრობლემა, ძირითადად გალის რაიონში, რაც აფერხებს მათ თავისუფალ გადაადგილებას და ქმნის ჯანდაცვაზე და სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას. ანგარიშში მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება