სპეციალური ანგარიშები.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი და რეკომენდაციები

ანგარიში მიმოიხილავს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არსებულ ხარვეზებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და შეეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, ეკონომიკური საქმიანობა, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის და ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის მხრივ უფრო მოქნილი უნდა გახდეს. ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა შედარებით მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)