სპეციალური ანგარიშები

ოჯახში ძალადობისგან დამცავი მექანიზმების შეფასება

სახალხო დამცვლის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შეფასება მოხდა 2015 წელს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე. სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის დაცვის მექანიზმების სახით ეფექტური სერვისის მიწოდებისა და განმეორებითი ძალადობისგან დაცვის კუთხით. საქმეები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა, კვლავ დგას გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დროული და ეფექტური მონიტორინგის პრობლემა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება