სპეციალური ანგარიშები.

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის - მაინა კიაის 2012 წლის 8 ივნისის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა

წინამდებარე დოკუმენტი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის - მაინა კიაის 2012 წლის 8 ივნისის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას ასახავს.

საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ჩამოყალიბებული რეკომენდაციებიდან, საქართველოს სახალხო დამცველმა თავისუფალი გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებთან დაკავშირებული რეკომენდაციები განიხილა.

გაერთიანების თავისუფლების ნაწილში რეკომენდაციები ეხება საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და ამ მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საარჩევნო კოდექსზე, არჩევნების პერიოდში თანასწორუფლებიან გარემოზე, საერთაშორისო დოკუმენტების ხელმოწერასა და მათი შესრულების მკაცრ კონტროლზე.

საერთაშორისო ორგანიზაციათა რჩევების საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე იყო საუბარი მშვიდობიანი შეკრების უფლების ნაწილშიც. სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, თავი აარიდოს კანონიერი და მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ზედმიწევნით გამოიძიოს უკვე არსებული შემთხვევები; გაატაროს საჭირო ღონისძიებები უკანონო დაკავებების თავიდან ასაცილებლად, ამასთან, მოახდინოს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის აღსრულება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ზედმიწევნით შეისწავლა რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა და 2016 წლის 15 აპრილს საჯარო დებატებზე წარმოადგინა.

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის - მაინა კიაის 2012 წლის 8 ივნისის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)