სპეციალური ანგარიშები.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა

სპეციალურ ანგარიშში ასახულია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, რისი შესწავლა და დაცვა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2015 წლის განმავლობაში განხორციელდა 700-ზე მეტი ვიზიტი დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 900-ზე მეტ დევნილ პირს. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ფაქტებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული კონკრეტული განცხადებების შესწავლის შედეგად ცხადი გახდა, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესის და წინ გადადგმული ნაბიჯისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდესი ნაწილისთვის მძიმე საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ფართის არქონა კვლავ უმთავრესი პრობლემაა.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად არის ჩართულნი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი არის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ანგარიშში იხილავთ 2015 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით გატარებულ რეფორმებს, განხორციელებულ პროგრამებსა და გრძელვადიანი განსახლების გეგმებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)