სპეციალური ანგარიშები.

ფსიქიატრია და ადამიანის უფლებები - 2007 წელი

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო სახალხო დამცველის ინიციატივით 2006 წელს შეიქმნა, რასაც მოჰყვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმება. საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნა იმ დროისთვის ნამდვილად პროგრესული ნაბიჯი იყო, რადგან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა მოითხოვდა საფუძვლიან შესწავლას და დაუყოვნებელ რეაგირებას. საბჭოს შემადგენლობაში ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიდნენ, როგორიცაა გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. დღემდე მონიტორინგის საბჭომ საქართველოს ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განახორციელა მონიტორინგი, დეტალურად შეისწავლა და აღნუსხა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები. 2007 წლის I ნახევარში ფსიქიატრიული დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგი დაფინანსებული იყო ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველო”-ს მიერ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)