სპეციალური ანგარიშები

ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში საქართველოში – 2010 წელი

მექანიზმის ფუნქციებს. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–18, მე–19 და მე–191 მუხლები სახალხო დამცველს ანიჭებს თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემოწმების უფლებამოსილებას, რომელსაც, იმავე კანონის 27–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის თანამშრომლები ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.

წინამდებარე ანგარიშში ასახულია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, როგორც ცალკეულ დაწესებულებებში ასევე სისტემურად, რის საფუძველზეც შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.

2009 წლის 8–28 იანვარს მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს 6 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში:
1. მ.ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი – თბილისი;
2. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი – თბილისი;
3. ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო – ბედიანი;
4. ალ. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო – სურამი;
5. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – ქუტირი;
6. ბათუმის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო – ბათუმი;

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება