სპეციალური ანგარიშები

2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში

წინამდებარე ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 10 დეკემბერს წარუდგინა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

10 დეკემბერს ცივილიზებული სამყარო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „აიმაღლე ხმა სხვისი უფლებებისათვის დღეს“.

ანგარიშში ასახულია მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და პრობლემები, რომელთა დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში.საუბარია პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებსა და ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე; პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და მათი გამოძიების ხარვეზებზე; აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემცირებაზე; სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევებზე და სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღების გაჭიანურებაზე, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე პროკურატურის უმოქმედობაზე.

ანგარიშში განხილულია სხვადასხვა უმცირესობათა მიმართ ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემები, უძრავი ქონების საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების არასრულყოფილება, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული სისტემის გაუმართაობა, ბავშვთა დაუცველობა ძალადობის, სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონისა და ქუჩაში ცხოვრებისა, თუ მუშაობისგან. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, ეკომიგრანტების, სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიანტთა და წვევამდელთა სხვადასხვა საჭიროებები.

აღნიშნულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირებისა და რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება