სპეციალური ანგარიშები

2012 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ციხეებში განვითარებული მოვლენები

უკანასკნელად სპეციალური პრევენციული ჯგუფის გეგმიური მონიტორინგი ჩატარდა მიმდინარე წლის ზაფხულში, რა დროსაც კვლავ გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის სისტემური ხასიათი, რაზეც სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი პერმანენტულად ამახვილებდა ყურადღებას გასულ წლებში. სამწუხაროა, რომ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ წლების მანძილზე არ მიიღო სათანადო და ადეკვატური ზომები, მეტიც, ტენდენციად იქცა სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი სისტემური დარღვევების სრული იგნორირება. შედეგად მოხდა ის, რაზეც ასევე ხშირად იყო საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშებში - დამკვიდრდა დაუსჯელობის სინდრომი - პატიმრების უფლებების დარღვევა, მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა რუტინულ მოვლენად იქცა.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული სპეციალური მონიტორინგის ანგარიშს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება