სიახლეები

შეხვედრა სტუდენტებთან ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე

2015 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე საერთაშორისო ტრეინინგის მონაწილეებს შეხვდა და ესაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე; აგრეთვე, საქართველოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევას უკავშირდება.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდა 25 მონაწილე რვა ქვეყნიდან: გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, უკრაინა, რუსეთის ფედერაცია, საქართველო და ბელორუსია. პროექტი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ინოვაციური მეთოდების გაცნობას, რომელიც მათ გენდერული თანასწორობის თემაზე მუშაობაში დაეხმარება. საერთაშორისო ტრეინინგი განხორციელდა ახალგაზრდული ასოციაციის „დრონი“ მიერ, ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუს-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)