სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვას, რასი საჭიროებაც სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშსა და რეკომენდაციაში იყო აღნიშნული.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ რისკის შეფასების და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, მათ შორის სისტემური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრას და პოზიტიურად აისახება გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციაზე.

მნიშვნელოვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილ იქნას ტერიტორიულ ორგანოებში თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციისა და მგრძნობელობის ამაღლება და ეფექტურად შეძლონ მსხვერპლთა/დაზარალებულთა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, რისკების შეფასება და შემდგომი მონიტორინგი.

ამასთან, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზაობას გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება