სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა კაბალის თემში

27 თებერვალს ლაგოდეხის რაიონის, სოფელ კაბალის #1 საჯარო სკოლაში, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა ადრეული ქორწინების თემაზე უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

განიხილეს ადრეული ქორწინების გახშირებული შემთხვევები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. მოსწავლეთა ინფორმაციით, იანვრის თვეში 3 არასრულწლოვანი გოგონა მოიტაცეს, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში ადრეული ქორწინების რიცხვი 20-ზე მეტია. ძირითად იძულებითი ქორწინების ინიციატორები მშობლები არიან. ასევე, ხდება გოგონათა მოტაცება.

შეხვედრაზე სამართალდამცავთა გულგრილობასა და მშობლებთან საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. დისკუსიის ნაწილი დაეთმო საქართველოში არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს, ასევე სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)