სიახლეები

საერთაშორისო ტრენინგი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“

2015 წლის 13–27 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელი ანა ლობჟანიძე, სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში გამართული საერთაშორისო ტრენინგის მეორე ეტაპს – ,,გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325: ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ დაესწრო.

საერთაშორისო ტრენინგი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და შვედური ფონდის „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა და შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ: ლიბერია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი, კოლუმბია და საქართველო.

საერთაშორისო სემინარის პირველი ეტაპი 2015 წლის აპრილის თვეში, შვედეთში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც საპროექტო წინადადების მომზადება და მისი წარდგენა მოხდა. მეორე ეტაპზე დაგეგმილია რეგიონული გასვლითი შეხვედრა, რომელიც ამოწმებს პროექტის განხორციელების ეფექტურობას. საბოლოო, მეხუთე ეტაპი კი ანგარიშგების საფეხურია.

საერთაშორისო ტრენინგი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ მიზნად ისახავს ქალების მონაწილეობის გაზრდას მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობისას და ქალების განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინების აღნიშვნას კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)