სიახლეები

საერთაშორისო ტრენინგი: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

21 მარტიდან 12 აპრილამდე სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, საერთაშორისო ტრენინგზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება.“ სასწავლო კურსის ფარგლებში თეორიულ სწავლებასთან ერთად მოეწყო სასწავლო ვიზიტები პოლიციის, დისკრიმინაციის ომბუდსმენის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პროგრამა ორგანიზებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ და მიზნად ისახავდა ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება